სასწავლო პროექტები



პროექტის სახელწოდება
ნიკოლოზ ბართაშვილის შემოქმედების  ნაკვალევზე
პროექტის მთავარი იდეა
გაეცნობიან ნიკოლოზ ბარათაშვილის  მნიშვნელობას/როლს ქართული ლიტერატურის განვითარებისათვის.
პროექტის მნიშვნელობა /აქტუალურობა
აღნიშნული აქტუივიბა ხელს შეუწყოობს მოსწავლეებს განუვითარდეთ თვალსაწიერი ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაზე,გიცნონ პოეტი,როგორც ,პირველი ევროპული აზროვნების მქონე.
პროექტის მიზნები
        მოსწავლეები შეისწავლიან  ნიკოლოზ  ბარათაშვილის შემოქმედებას
        განივითარებენ მხატვრული კითხვის უნარს
        განუვუთარდებათ ინფორმაციის მოძიების,დახარისხების ,ანალიზის  უნარები
        განუვითარდებათ, პრეზენტაციის, დისკუსიის აუდიტორიასთან ურთიერთობის, ჯგუფური  მუშაობის, ანალიზის, მსჯელობის უნარ-ჩვევები
        განუვითარდებათ პოეტის შემოქმედების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება.
ქართ. X. 1. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება საკლასო და სასკოლო დისკუსიებში.   
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დისკუსიის დროს წარმოადგენს საკუთარ ან ჯგუფის საერთო პოზიციას;
·         მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს;
·         მსჯელობს არგუმენტირებულად, გამოაქვს ადეკვატური დასკვნა;
·         იყენებს ფაქტებს (მაგ., სტატისტიკურ მონაცემებს) და ციტატებს სხვადასხვა წყაროდან საკუთარი მოსაზრების გასამყარებლად;
ქართ. X. 7. მოსწავლეს შეუძლია განასხვავოს ტექსტში ფაქტობრივი, კონცეპტუალური და ქვეტექსტური ინფორმაცია.    
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ამოკრებს ტექსტიდან ფაქტობრივ ინფორმაციას (ანუ ინფორმაციას მოქმედების ადგილის, დროის, მონაწილეების შესახებ; საქმის ვითარების, მოვლენათა თანამიმდევრობის, პერსონაჟთა ქცევის შესახებ);
·         მიმართავს განსხვავებულ სტრატეგიებს კონცეპტუალური ინფორმაციის ამოსაკრებად მხატვრულ და არამხატვრულ ტექსტებში (მხატვრულ ტექსტებში აკვირდება ავტორისეულ პლანს: ლირიკულ გადახვევებს, მოვლენათა და პერსონაჟთა ავტორისეულ შეფასებებს; ·         ამოიცნობს ქვეტექსტურ ინფორმაციას და აქვს ქვეტექსტების ახსნის საკუთარი ვერსია.
ქართ. X. 8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოებების, პუბლიცისტური თხზულებების წაკითხვა და მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.                    
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         საუბრობს იმის შესახებ, თუ რაზე დააფიქრა მხატვრულმა თუ პუბლიცისტურმა თხზულებამ;
·         აკრიტიკებს ან იზიარებს ნაწარმოების პერსონაჟის ან ავტორის  შეხედულებებს (მოჰყავს ციტატები ტექსტიდან საკუთარი აზრის ნათელსაყოფად);
·         მსჯელობს პრობლემაზე, რომელიც დაინახა თხზულებაში;
·         განმარტავს, რატომ წაიკითხა ან ვერ წაიკითხა თხზულება ინტერესით/გატაცებით;

ქართ. X. 9. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ჟანრის მხატვრული ნაწარმოების გაანალიზება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         განსაზღვრავს ნაწარმოების ცენტრალურ იდეას / პრობლემატიკას;
·         აჯგუფებს პერსონაჟებს კონფლიქტთან მიმართებით;
·         თხრობითი ხასიათის ნაწარმოებებში გამოყოფს სიუჟეტის განვითარების საფეხურებს (კვანძის შეკვრა, მოქმედების განვითარება, კულმინაცია, კვანძის გახსნა);
·         საუბრობს ნაწარმოებში პეიზაჟის, ინტერიერის ფუნქციაზე;    
       
·         აკავშირებს მხატვრულ ნაწარმოებს ისტორიულ კონტექსტთან და თანამედროვეობასთან (მსჯელობს იმის შესახებ, თუ როგორ აისახა ისტორიული ვითარება, ეპოქის კულტურული და ლიტერატურული ტრადიციები ამა თუ იმ ნაწარმოებში).


ქართ. X. 10.  მოსწავლეს შეუძლია კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.                        

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         იყენებს კითხვის სხვადასხვა სახეს: გაცნობით კითხვას, შესწავლით კითხვას, კითხვას ძირითადი ინფორმაციის ამოკრებისათვის;
·         იყენებს მარკირების სხვადასხვა ხერხს (მინიშნებებს ტექსტის არშიაზე, საკვანძო სიტყვების ან საინტერესო ადგილების ხაზგასმას, სხვადასხვა ფერის მარკერს და სხვ.);
·         იყენებს სხვადასხვა საშუალებას (კონტექსტს, სიტყვათა აგებულების ცოდნას, ლექსიკონს) უცნობი სიტყვის მნიშვნელობის დასადგენად;
·         ადგენს ლექსიკონს და განმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობას;
·         მონიშნავს და ამოიწერს ტექსტიდან კონცეპტუალური თუ ფაქტობრივი თვალსაზრისით მნიშვნელოვან  ციტატებს და ურთავს კომენტარებს.




მოსწავლეთა ასაკი
15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა
2თვე
მოსალოდნელი პროდუქტები
მოსწავლეები შექმნიან სლაიდებს თემების მიხედვით.
გადაიღებენ ჯგუფების მუშაობის ამსახველ ვიდეორგოლებს,ფოტოებს.
პროექტისათვის საჭირო რესურსი
კომპიუტერი,პროექტორი,
პროექტის მსვლელობა /ძირითადი აქტივობები
ქტივობა 1.მოსწავლეთა ინტერესთა გათვალისწინებით თემის შერჩევა,ჯგუფების შექმნა.ჯგუფის ლიდერების შერჩევა.ფუნქციების გადანაწილება.
აქტივობა 2.ნიკოლოზ ბარათაშვილის შესახებ სხვადასხვა სახის ინფორმაციების მოძიება(ბიოგრაფიული ცნობები,ცხოვრებისეული ეპიზოდები,პეტის სასიყვარულო ისტორია.წერილები,)
აქტივობა 3.,მოსწავლეების გამოკითხვა,,როგორ ვიცნობთ ნიკოლოზ ბარათაშვილს’’.
აქტივობა 4.ჯგუფის შეხვედრები ხელმძღვანელთან
მოძიებული ინფორმაციის   დახარისხება,ანალიზი,(საჭიროებისამებრ)
აქტივობა 5.პრეზენტაცია(მოსწავლეები სლაიდების სახით წარმოადგენენ მოძიებულ მასალებს  თემების შესახებ)
აქტივობა 6.მხატვრული კითხვის საღამოს მოწყობა.(წაიკითახავენ პოეტის შემოქმედებიდან ლექსებს და ნაწყვეტებს).
აქტივობა 7.დისკუსიის გამართვა თემაზე(ნიკოლოზ ბარათვილი ბედთან მებრძოლი პოეტი)
აქტივობა 8.ჯგუფების მიერ ვიდეორგოლების გადაღება (მათი მუშაობის ამსახველი მომენტები).
საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებტან კავშირი
ისტ-თან და  საქართველოს ისტორიასთან კავშირი.
პროექტის ხელმძღვანელი
ირმა ქიმაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა
irmasmada68@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი
https://irmasmada68.blogspot.com/









No comments:

Post a Comment